მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაყადაღებული ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკაა

ნანუკა ჟორჟოლიანი

დაყადაღებული ფონდების დამფუძნებლების ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლებში ჩხრეკაა. ორივე მათგანი სახლში მცირეწლოვან შვილებთან ერთადაა.

მათი თქმით, არც ერთ მათგანს არ მისცეს უფლება, დალოდებოდა ადვოკატის მისვლას.

ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის და სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლებში შსს-ს წარმომადგენლები ჩხრეკაზე შევიდნენ.

როგორც ფეისბუკ ლაივიდან ირკვევა, განჩინებაში ჩხრეკის მიზეზად მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლები. 318-ე მუხლი საბოტაჟს, ხოლო 319-ე "უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას" გულისხმობს.

29 აპრილის დილას პროკურატურა შევიდა გუგა ხელაიას საცხოვრებელ სახლშიც. ის ფონდ "ერთმანეთისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ჩხრეკა მიმდინარეობს ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

საქმე ეხება პროკურატურის მიერ ე.წ საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას. ამ გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის", „ფროსფერითის", „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის", „სირცხვილიას" და „ფონდის ერთმანეთისთვის" საბანკო ანგარიშები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები