"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" ანგარიშების დაყადაღების შესახებ ინფორმაციას თავად არასამთავრობო ორგანიზაციაც ავრცელებს, თუმცა დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.
"დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები. ჯერჯერობით, დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია. რთული პერიოდია, თუმცა გვჯერა, ერთად ყველა სირთულეს გადავლახავთ", - ამის შესახებ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი Facebook-გვერდზე წერს.
ნანუკას ფონდის, ირაკლი გილაურის ფონდ Prosperity Georgia-ს და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა რომ პროკურატურამ იმ ფონდების ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა, საიდანაც საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმების გადახდა ხდებოდა.