მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაზარალდნენ თუ არა TBC-ის აქციონერები 2008 წლის ტრანზაქციით? - გვენეტაძის პასუხი

5ca75453b0a6a
ლიკა გურაბანიძე
05.04.19 17:11
2695
„მნიშვნელოვანი არ არის, დაზარალდა თუ არა ვინმე, მნიშვნელოვანია, მოხდა თუ არა დარღვევა“, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „ოცნების“ დეპუტატ ზაზა ხუციშვილის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რამდენად თვლიან თავს დაზარალებულად „თიბისი“ ბანკის აქციონერები 2008 წლის ტრანზაქციის გამო.

„ჩემამდე და ჩემი მოსვლის შემდეგაც რისკებს ვხედავდით და პუნქტობრივად გაგზავნილი წერილების მიხედვითაც, ზუსტად ამაზე ვისაუბრე. მიღებული იყო სხვადასხვა ზომები, მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება იყო ის, რომ ჩვენ პრაქტიკიდან გამომდინარე რისკებზე ვსაუბრობდით. მოგეხსენებათ, რეგულატორმა შინაარსობრივად და თვისობრივად უნდა შეხედოს ამ საკითხს.

ჩვენ ვთვლიდით, რომ არსებობდა ეს რისკები და რისკებს შეიძლება ძალიან მძიმე შემთხვევები გამოეწვია. აქედან გამომდინარე, იყო ზომები მიღებული და მოგახსენებთ, რომ 1.1 მილიონი ლარის ჯარიმა იქნა დაკისრებული“, განაცხადა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები