მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაზარალებული ფერმერი: ფუტკრის სკები არ იზღვევა ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ აგროდაზღვევით ვერ ვსარგებლობთ

59215f0f9a9e0
სალომე მეცხვარიშვილი
21.05.17 13:32
2255
"ფუტკრის სკები არ იზღვევა ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ. არ გვაქვს ასეთ სერვისი, ამის გამო აგროდაზღვევით ვერ ვსარგებლობთ",- ამის შესახებ "საქმის კურსს" კოოპერატივ "საჩინოს" ხელმძღვანელმა მინდია ქავთარაძემ განუცხადა, რომელსაც დღეს წყალადიდობამ 750 ოჯახი ფუტკარი დაუტბორა.

"750 ოჯახი აბაშიდან ფოთშია ჩატანილი. 100 ოაჯხია დარჩენილი და ვცდილობთ, ცარიელი სკები მაინც გადავარჩნოთ",- აცხადებს მინდია ქავთარაძე „საქმის კურსთან“.
ზარალის მოცულობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და უამინდობამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა, მათ შორის სამეგრელო, იმერეთი და ქვემო ქართლი.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. მისი თქმით, ზარალი მილიონობით ლარს აღემატება, რომლის ანაზღაურების ფუფუნება სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრი გლეხებს მოუწოდებს, აგროდაზღვევის სერვისით ისარგებლონ.

წყალდიდობის გამო კოოპერატივ "საჩინოს" სკების ნახევარი დაიტბორა. კოოპერატივში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ 1500 ოჯახიდან 750 სკა დროებით სამეგრელოში, აბაშაში იყო გადატანილი და ყველა მათგანი წყალმა დაფარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები