მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზღვეული დეპოზიტების პორტფელმა ₾9 მლრდ-ს გადააჭარბა - მიზეზი ზღვრის 30 000 ლარამდე ზრდაა

ფული ბევრი

დეპოზიტების დაზღვევის სქემა გაფართოვდა. დეპოზიტების დაზღვევის ზღვრის 30 000 ლარამდე აწევამ, დაზღვეული დეპოზიტების პორტფელი 2.4 მილიარდით, 9.271 მლრდ ლარამდე გაზარდა.

"დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს" მონაცემებით, დაზღვეული დეპოზიტების წილი ჯამურ პორტფელში, რომელიც 52 მილიარდს აჭარბებს, უკვე 17.8%-ს აღწევს.

31 იანვრის მონაცემებით, დაზღვეულია ფიზიკური პირების 8.3 მილიარდის დეპოზიტები, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 910 მლნ 908 ათასია. ამასთან, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სადაზღვევო შენატანის სახით, დეპოზიტების დაზღვევის ფონდში იანვარში 5.187 მლნ გადაიხადეს, ამ დრომდე თვიური შენატანი 3.8 მილიონს არ აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები