საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 5,5 %-ია დაზღვეული. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 კვარტალში სულ 71 ათასი ავტოდაზღვევის მოქმედი პოლისი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 888 პოლისით მეტია.
სულ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სეგმენტიდან კომპანიებმა 24,7 მილიონი ლარი მოიზიდეს. შემოსავლის 21% ,,ალდაგზე”, 18% ,,თიბისი დაზღვევაზე”, ხოლო 15% ,,ჯი პი აი ჰოლდინგზე” მოდის, დანარჩენი 46% კი 14 სადაზღვევო კომპანიაზე ნაწილდება.

























