მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზღვევის 18 სახეობიდან 17-ში ზრდა ფიქსირდება

5bf3c43fd8902
თამუნა დემეტრაშვილი
20.11.18 12:21
556
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სადაზღვევო ბაზარზე დაზღვევის ყველა სახეობაში ზრდა ფიქსირდება. ერთადერთი მიმართულება, სადაც მოზიდული პრემია შემცირდა, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებთა დაზღვევაა. ბაზრის ლიდერად კი, კვლავაც სამედიცინო დაზღვევა რჩება. ამ მიმართულებიდან სადაზღვევო კომპანიებმა ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში, სამედიცინო დაზღვევიდან 17-მა კომპანიამ 172,4 მილიონი ლარის პრემია მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით მეტია. შემოსავლების მხრივ მეორე პოზიციაზე ქონების დაზღვევაა, საიდანაც 9 თვეში კომპანიებმა 65 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, ეს კი წინა წლის მაჩვენებელს 14%-ით აჭარბებს. გაზრდილია სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მოცულობაც. 2017 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი 55,8 მილიონი იყო, წელს კი ბაზარი 16%-ით გაიზარდა და 64,6 მილიონი შეადგინა. ყველაზე მაღალი, 288%-იანი ზრდაა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ბაზარზე, რომელიც ავტოტრანსპორტის გამოყენებას უკავშირდება. ამის მიზეზი კი, დაზღვევის ამ სახეობის სავალდებულო დაზღვევის კატეგორიაში გადაყვანაა. რაც შეეხება შემცირებულ სეგმენტს, საჰაერო სატრანპორტო საშუალებების დაზღვევას, ამ კითხით კომპანიებს შემოსავალი 34%-ით შეუმცირდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები