სადაზღვევო სექტორი პარლამენტს საბანკო და სადაზღვევო სექტორების გამიჯვნის თხოვნით მიმართავს.
როგორ bm.ge-ის კომპანია “უნისონის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ახრახაძემ განუცხადა, სექტორის წარმომადგენლებს უკვე აქვს კონკრეტული დრაფტი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს დღეებში გადაუგზავნიან იმისთვის, რომ მან საკანონმდებლო ინიციატივის სახე მიიღოს.
“პირველი რიგში, ეს დრაფტი საბანკო სექტორისა და სადაზღვევოების “დემერჯინგს” ეხება. მომხმარებელს საშუალება უნდა მიეცეს არჩევანი არსებულ სადაზღვევო კომპანიებს შორის თვითონ გააკეთო. არ უნდა ახვევდნენ თავზე არაფერს, როგოროც ეს დღეს ხდება. განვითარებად ქვეყნებში საკანონმდებლო პლატფორმაა შექმნილი, სადაც მომხმარებელი მათ შორის ისიც კი, რომელიც ბანკის მსესხებელია, თავისუფალ არჩევანს აკეთებს“, - აცხადებს ახრახაძე.
მისივე თქით, ამ ნაწილში დღეს საქართველოში ბიზნესის 90% შეზღუდულია, რადგან სადაზღვევო სერვისების შესყდვას მსესხებლის სასარგებლოდ თვითონ ბანკი ახორციელებს.
ახრახაძის განმარტებით, პოლისები ბანკზე უფროა მორგებული, ვიდრე - მომხმარებელზე.
„მომხმარებელს უფრო ძვირი უჯდება მისი შესყიდვა, ვიდრე ის ბაზარზე თავისუფალი არჩევანის დროს შეძლებდა”, - აცხადებს ახრახაძე

























