მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაზუსტებული მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს $1,564 მილიარდი შეადგინა

57b17d8b855f3
BM.GE
15.08.16 12:26
1798
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1564 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

დაზუსტებული მონეცემები წინასწარ მონაცემებთან შედარებით, 213 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9 პროცენტი შეადგინა.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2015 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 70 პროცენტი შეადგინა. ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35 პროცენტით, მეორეზე - გაერთიანებული სამეფო 25 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 10 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წელს 58 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 179 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება 140 მლნ. აშშ დოლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები