მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"DCFTA ჩვენი ჯანდაცვის მაღალ სტანდარტზე გადასვლასაც ნიშნავს"

5be19d041fead
თამუნა დემეტრაშვილი
06.11.18 18:00
844
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სერვისების და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩიტაძის განცხადებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.

"DCFTA არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე. მას აქვს მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ნაწილიც. კერძოდ ის, რომ პროდუქტები, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად დამზადდება, განთავსდება ქართულ ბაზარზე. ამ პროდუქციას კი ჩვენი შვილები და ახლობლები მოიხმარენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება ბევრად უფრო მაღალ სტანდარტზე გადადის", - განაცხადა ჩიტაძემ გადაცემაში ,,საქმიანი დილა“.

მისი თქმით, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეფექტზეა საუბარი, არ უნდა დაგვავიწყდეს ეფექტი, რასაც ის ჩვენს ცხოვრებაზე მოახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები