მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

DCFTA-ის ეფექტი

596ef33576255
ელენე გოგბერაშვილი
19.07.17 10:00
1356
ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ძალაში 2014 წლის სექტემბერში შევიდა. 2014 წლის ბოლოსთვის ევროკავშირში ექსპორტმა 624 201 000 დოლარი შეადგინა, რაც 2%-იანი მატებაა 2013 წელთან შედარებით.

ევროკავშირში ექსპორტის კუთხით ზრდა გვქონდა 2015 წელსაც. ჯამში 2015 წელს საქართველოდან ევროკავშირის 28 ქვეყანაში 645 214 000 დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 4%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება 2016 წელს, როცა საქართველოს ექსპორტი ჯამურად 4%-ით შემცირდა, კლების ტენდენცია იყო ევროკავშირში ექსპორტის მიმართულებითაც. კერძოდ ექსპორტმა გასულ წელს 571 044 000 დოლარი შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია 2015 წლის დონესთან შეადრებით.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2017 წლის პირველი ნახევრის ტრენდი პოზიტიურია. 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირში უკვე განხორციელდა 260 033 000 დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სასაქონლო ჯგუფებიდან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 2010 წლიდან მოყოლებული ძირითადად მადნები და სპილენძის კონცენტრატები, თხილი, კაკალი, ნედლი ნავთობი და სასუქები გადის. ეს მაჩვენებლები არ შეცვლილა მიმდინარე წელსაც, პირველი 5 თვის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში პირველ ადგილზე კვლავ მადნები და სპილენძის კონცენტრატებია, მას მოჰყვება სასუქები, ნედლი ნავთობი, თხილი და კაკალი.

ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში ჯერ კიდევ ჩამორჩება დსთ-ს ქვეყნებს. 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 25,9%-ს შეადგენს, მაშინ როცა დსთ-ს ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 38,2%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები