მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DCFTA-ს შესაძლებლობები კვლავ არასაკმარისად გამოიყენება - EBA

 EBA

ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) საქართველოს ბიზნეს კლიმატის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და ევროკავშირთან სავაჭრო კავშირების შესახებაც. EBA-ს შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან DFCTA-ს პოტენციალს სრულად ვერ იყენებს.

“DCFTA-ს შესაძლებლობები კვლავ არასაკმარისად გამოიყენება და ევროკავშირთან ვაჭრობა შეზღუდულია. ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 27%-ით და 21%-ით, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტი 25%-ით და 32%-ით, შესაბამისად, 2021 და 2022 წლებში. თუმცა, 2022 წელს ევროკავშირის ვაჭრობის მთლიანი წილი არ აღემატებოდა 21%-ს. შედარებისთვის, 2014 წელს კი ის 25% იყო,”- აღნიშნულია EBA-ს მიმოხილვაში.

თუმცა, 2023 წლის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი შემცირებულია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 10 თვეში EU-ში ექსპორტი 15%-ით, ანუ 103 მილიონი დოლარით შემცირდა. შედეგად, ევროკავშირის ბაზარმა მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 12% შეადგინა. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 16% იყო.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში ექსპორტის შემცირება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის კლებით არის განპირობებული. თუკი გასული წლის 10 თვეში ექსპორტი 363 მილიონი დოლარი იყო, წელს მან მხოლოდ 274 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე შემცირებულია თხილის და კაკლის ექსპორტი, 54 მილიონი დოლარიდან 38 მილიონ დოლარამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები