8 თვეში MonthOnMonth შემოსავალი 20%-ით გავზარდეთ, - ამის შესახებ ტექნოლოგიური სტარტაპის, dealpad-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. Dealpad-ი კორპორაციული გაყიდვების გუნდისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც კომპანიები თავიანთ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევენ, აქტიური და პროდუქტიული კომუნიკაცია ჰქონდეთ პოტენციურ კლიენტებთან და დაინტერესებულ პირებთან.
კომპანიები Dealpad-ის პლატფორმას მარტივი მიზეზით - მეტი გაყიდვებისა და შემოსავლების მისაღებად იყენებენ.
ეს ინოვაციური პლატფორმა ფუჭად დახარჯული დროის პრობლემას აგვარებს. მისი დახმარებით შესყიდვებისა და ხელმისაწვდომობის კომიტეტებს შორის შეუთანხმებლობის პრობლემა გვარდება, რაც ბიზნესებისთვის ფრიად მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, Dealpad-ის დახმარებით არსებითად მცირდება გაუქმებული გარიგებებს გამო შემოსავლის დაკარგვის რისკები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ზუსტი პროგნოზების გაკეთება ბიზნესის მხრიდან შეუძლებელია.
სტარტაპის დამფუძნებლების სამომავლო მიზანი საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდაა.
ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.