Debenhams 2,500-ზე მეტ სამუშაო ადგილს შეამცირებს, რადგან კომპანია კორონავირუსის პანდემიისგან მიღებულ ნეგატიურ შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
როგორც კომპანია აცხადებს, ამ გადაწყვეტილებით მათი მუშახელი მესამედით შემცირდება. მიუხედავად შემცირებებისა, კომპანია ახალი მაღაზიების დახურვას არ აპირებს.
კომპანიის განცხადებით, მოცემული სავაჭრო გარემო ჯერ კიდევ „ძალიან შორს არის“ ნორმალურისგან და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდება.
„ასეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება ბევრ კომპანიას უწევს პანდემიის ფონზე , მაგრამ ჩვენ ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადავდგამთ რათა Debenhams მივცეთ ყველა შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს წარმატებული მომავლი“, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
როგორც კომპანია აღნიშნავს, Debenhams-მა წარმატებით მოახერხა 124 მაღაზიის გახსნა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.