მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Debenhams-ის მაღაზიები სამუდამოდ დაიხურება

600eda90c617b
ნათია თაქთაქიშვილი
25.01.21 20:20
594
კომპანია Boohoo-მ ცნობილი ბრიტანული მაღაზიათა ქსელი Debenhams-ი და მისი ვებ-გვერდი 55 მილიონ ფუნტად შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანია Boohoo-ს გარიგების შედეგად Debenhams-ის მაღაზიები სამუდამოდ დაიხურება.

Boohoo-ს განცხადებით, 242 წლიანი ისტორიის მქონე Debenhams-ის პროდუქცია წლის ბოლოსთვის მათ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე გამოჩნდება, ასევე აღსანიშნავია, რომ Debenhams-ის გაყიდვების პლატფორმაც პარალელურ რეჟიმში დროებით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

Boohoo-ში აცხადებენ, რომ Debenhams-ის მაღაზიები მხოლოდ დიდი ტრანსფორმაციის შემდეგ დაუბრუნდებიან ბაზარს, რაც დაახლოებით 12,000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ Debenhams-მა გაკოტრების შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა და 124 მაღაზია დახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები