მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დების ღვინო" წელს კანადის ბაზარზე გამოჩნდება

დების ღვინო

„დების ღვინო“ მიმდინარე წელს კანადის ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ, BM.GE-სთან მეღვინეობის თანადამფუძნებელმა, თამთა აივაზიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მეღვინეობამ წარმოება 2017 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე, 5 სახის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, კახურ მწვანეს, წარაფსა(რქაწითელს) და საფერავს აწარმოებენ. მეღვინეობა "დების ღვინო" საოჯახო ბიზნესია და კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს.

"ნედლეული სრულად ჩვენია. ვენახები 3 ჰა-ზე წარაფის მიკროზონაში გვაქვს გაშენებული და წელიწადში 2000-3000 ბოთლ ღვინოს ვასხამთ.

ამ ეტაპზე, საექსპორტო ბაზრების მოძიების პროცესში ვართ და აქტიურ მოლაპარაკებებს კანადის ბაზართან ვაწარმოებთ. ტესტერები უკვე გავგზავნეთ და მათგან დადებითი უკუკავშირიც მივიღეთ. ჩამოსულებიც იყვნენ და აღნიშნეს კიდეც, რომ ჩვენი ღვინით აღფრთოვანებული არიან. შესაბამისად, უკვე თამამად შემიძლია თქმა, რომ "დების ღვინო" კანადის ბაზარზე მიმდინარე წელს გავა. მოლაპარაკებები, ერთი სახეობის მინიმუმ, 300 ბოთლის ექსპორტზე მიდის.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ბაზრების მხრიდან მეტი დაინტერესება სწორედ მცირე წარმოებებზე მოდის, რადგან ისინი უფრო ხარისხზე არიან ორიენტირებული.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზრებს, ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს ადგილობრივი ბაზრების მხრიდან. პროდუქციის რეალიზაციას ვახდენთ როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე ონლაინ. თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ღვინის რესტორანთან, სადაც ჩვენი ღვინის შეტანა იგეგმება. ჩვენი ღვინის ფასი, 30 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია მის სიძველესა და ღვინის სახეობაზე",- აცხადებს აივაზიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მეურნეობაში ძირითადად ოჯახის წევრები არიან დასაქმებული, თუმცა სეზონზე დაახლოებით 10 ადამიანს ასაქმებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები