მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დედა ენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციის ვადები გაურკვეველია

5afed85ac547e
BM.GE
18.05.18 17:41
533
თბილისში დედა ენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციის ვადები გაურკვეველია. ტენდერი, რომელიც "თბილისის განვითარების ფონდმა" მარტში გამოაცხადა, შედეგის გარეშე დასრულდა. უწყებას პროცედურების ხელახლა დაწყება მოუწევს. ბაღების რეაბილიტაციის უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს ორი კომპანია, შპს "დაგი" და შპს "ჯავა" ეჯიბრებოდა, თუმცა ორივე მათგანს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა. სატენდერო დუკუმენტაციის მიხედვით ორივე ბაღის რეაბილიტაციისთვის ჯამში 4,5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები