მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დედამიწის მაგნიტურმა პოლუსმა ადგილმდებარეობა 54 კილომეტრით შეიცვალა

5c5a99f96f5ae
ლევან თაღიაშვილი
06.02.19 14:00
2834

თქვენი კომპასი ჩრდილოეთს აჩვენებს, თუმცა იმ წერტილის ადგილმდებარეობა, რომლისკენაც პლანეტის ყველა კომპასი მიუთითებს დედამიწის გეოგრაფიულ პოლუსს არ ემთხვევა, ის გეოგრაფიული პოლუსიდან 500 კილომეტრის დაშორებით, კანადის არქტიკაში მდებარეობს.

დედამიწის მაგნიტური პოლუსს პლანეტის ცენტრში მოძრავი გამდნარი მეტალების მუდმივი დინება წარმოშობს. აღნიშნული დინების ცვლილებებს პირდაპირ აქვს გავლენა მაგნიტური პოლუსის მდებარეობაზე. როგორც ირკვევა, აღნიშნული ცვლილებები გააქტიურდა. შედეგად, მაგნიტური პოლუსი 54 კილომეტრით გადაადგილდა.

ამ გადაადგილების გამო, აშშ-ის ნაციონალურმა ოკეანურმა და ატმოსფერულმა ასოციაციამ საკუთარი კარტოგრაფიული რუკები განაახლა.

მაგნიტური პოლუსის ცვლილება განსაკუთრებით პრობლემური ჩრდილოეთ განედებში ნავიგაციისთვისაა. აუცილებელი ხდება საზომი ხელსაწყოებისა და რუკების ხელახალი კალიბრაცია.

დედამიწის მაგნიტური პოლუსის ადგილმდებარეობა მეცხრამეტე საუკუნიდან არის აღრიცხული, ამ პერიოდის განმავლობაში პოლუსმა ადგილმდებარეობა არაერთხელ შეიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები