მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა

თბილისის მერია

დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი 48 მილიონ 456 ათასი ლარით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საკითხი საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ზრდის შედეგად, თბილისის ბიუჯეტი 2.058 მილიარდ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის საკრებულოს, ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების შესახებ წინადადებები. აღნიშნულის გათვალისწინებით კი ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე გადანაწილდა.

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისის ბიუჯეტი მეორედ გაიზარდა. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი თავდაპირველად 1 763 000 000 ლარს შეადგენდა. ეს თანხა თებერვალში 241 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები