მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტროენერგიის მიწოდება?

ელექტრომომარაგება
13.08.24 08:22
1062

თბილისში, დღეს - 13 აგვისტოს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილსანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ახალ მოწამეთა, ხუდადოვის, იოსელიანის, გარეჯის, წერონისის, ივანიშვილი-დემურიას და კევხის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტალის, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VIII მიკრორაიონის, მაისურაძის, ინგუშეთის, არსუკიძის, ბაბილოძის, ბიჭვინთის, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას, ზაჰესის და სკოლის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეთისხევის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილსანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), მახათის აღმართის და მამულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები