მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დედაქალაქისთვის შეძენილი ახალი ავტობუსები ბათუმის პორტშია

57e523fbd8d06
დავით ჯალაღონია
23.09.16 16:44
7962
პოლონეთში, კომპანია MAN-ის ქარხანაში აწყობილი პირველი ავტობუსი დღეს უკვე ბათუმის პორტშია. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" თბილისის მერიაში განუცხადეს, 30 სექტემბრისთვის 10 ახალი ავტობუსი თბილისში იქნება. საერთო ჯამში კი დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკს 2017 წლის თებერვლისთვის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია MAN ავტობუსებს ორ ქარხანაში აწყობს – პირველი ქალაქ სტარახოვიცეში მდებარეობს, სადაც ტრანსპორტისთვის ძირითადი დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს; მეორე ქარხანა ქალაქ პოზნანშია განთავსებული, სადაც უკვე აწყობილ ავტობუსებში ტექნიკური დეტალების გამართვა ხდება.

"Man"-ის ავტობუსების შემოყვანის პროცესი 2017 წლის თებერვალში დასრულდება და სატრანსპორტო პარკს ახალი 143 ერთეული ავტობუსი ეყოლება.

ახალი ავტობუსები თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხით (27 მლნ ევრო) და ევროკავშირის გრანტის (7 მლნ ევრო) დახმარებით შეიძინა. სესხი მერიამ 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს და მისი წლიური განაკვეთი 1%–ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები