მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დედაქალაქში დაავადებულ ხეებს მოჭრიან

5c19f4dc56090
თამუნა დემეტრაშვილი
19.12.18 11:33
590
დედაქალაქში დაავადებულ და დაზიანებულ ხეებს მოჭრიან, - ეს დავალება თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს შესაბამის სამსახურებს მისცა.

მისი თქმით, თბილისის სხვადასხვა უბანში, ბევრი დაავადებული ხეა და მათი მოჭრა პრევენციის მიზნით აუცილებელია.

,,სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მერია უკანონო ჭრებს ახორციელებს, საუბარი იყო აღმაშენებლის გამზირზე - ეს არის სიცრუე. ამ ტერიტორიაზე ნამდვილად მოიჭრა ხეები, დაავადებული ფიჭვები, რომლებიც ხმებოდა, რათა ჯანსაღი ხეები არ დაზიანებულიყო“, - განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ჯანსაღი ხეების გადარჩენისთვის დაავადებული მცენარეების მოჭრის რეკომენდაციას სპეციალისტებიც იძლევიან.

,,მოჭრილი ხეების ნაცვლად ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, რომელიც ნუსხით არის დამტკიცებული. ის ხეები, რომლებიც სპეციალურად დედაქალაქის საჭიროებიდან გამომდინარეა შერჩეული“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები