მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქში კონსერვაციის გარეშე 112 მშენებარე ობიექტია მიტოვებული

5c34ae3867033
თამუნა დემეტრაშვილი
08.01.19 21:00
826
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქში კონსერვაციის წესების დარღვევით, 112 მშენებერე ობიექტია მიტოვებული, ზედამხედველობის სამსახურს კი, მხოლოდ 12 ობიექტის მეპატრონე ჰყავს დაჯარიმებული.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომლის საქმიანობაც უწყებამ შეამოწმა, ვერ დაასაბუთა რატომ დაჯარიმდა მხოლოდ 12 ობიექტი და რატომ არ ხდება რეაგირება სხვა მიტოვებულ ნაგებობებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ დაჯარიმებულს თანხა გადახდილი არ აქვს და ჯამურად 120 ათასი ლარის ამოსაღებად, საქმეები აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს გადაცემული.

აუდიტის ჯგუფმა მიტოვებული მშენებლობები შერჩევით დაათვალიერა და აღმოჩნდა, რომ ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსაზღვრე ნაგებობებსა და მოსახლეობას.

,,სამშენებლო ობიექტებზე შესაძლებელია უცხო პირთა შეღწევა, ობიექტები არ არის შეფუთული დამცავი ბადით, არ არის გატანილი სამშენებლო ნარჩენები, არ არის დაცული მოსაზღვრე შენობებისა და ტერიტორიების უსაფრთხოება, დარღვეულია ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები“, - ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის სამსახური მოუწოდებს თბილისის მერიას, შეიმუშაოს უსაფრთხოების ისეთი მექანიზმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მიტოვებული შენობა-ნაგებობების დადგენილი წესით კონსერვაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები