მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დედაქალაქში მილიონი ლარის ღირებულების, ახალი გარე განათების წერტილები მოეწყობა

5a7febe5b45de
თამუნა დემეტრაშვილი
11.02.18 13:00
1157
თბილისში ახალი გარე განათების წერტილების მოწყობის სამუშაოებზე ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები 22 თებერვლიდან უნდა წარადგინონ. ტენდერის პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ განათების მონტაჟის სამუშაოები ეტაპობრივად, წლის განმავლობაში უნდა აწარმოოს, პროცესი კი 2018 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში კონკრეტულად არ არის მითითებული სად უნდა დამონტაჟდეს განათების წერტილები. კონკრეტულ მისამართებს გამარჯვებული კომპანია მერიის კეთილმოწყობის სამასახურისაგან ეტაპობრივად მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები