მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქში საგზაო მონიშვნების სამუშაოებს კომპანია შპს ელიტ-ტექნოლოჯი შეასრულებს

5b18d2fae6e5d
თამუნა დემეტრაშვილი
07.06.18 10:38
735
დედაქალაქში საგზაო მონიშვნების სამუშაოებს კომპანია შპს ელიტ-ტექნოლოჯი შეასრულებს. კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ტენდერში სულ ორი ფირმა შპს ,,თრასთ როუდ" და შპს ელიტ-ტექნოლოჯი მონაწილეობდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა მუნიციპალიტეტს კონკურენტზე 80 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზა და და გამარჯვებულადაც დასახელდა. შპს ელიტ-ტექნოლოჯი შესრულებულ სამუშაოში 880 ათას ლარს მიიღებს, რაც საწყის ფასზე 238 ათასი ლარით ნაკლებია. ჯამში, ტენდერის ფარგლებში თბილისის ქუჩებში 21 000 კვ.მ ფართობის საგზაო მონიშვნა უნდა გაკეთდეს. შემსრულებელმა კომპანიამ მონიშვნების 4 ფერში- თეთრ, წითელ, ყვითელ და ნარინჯისფერად შესრულება უნდა უზრუნველყოს, საჭიროებიდან გამომდინარე, ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით კი შუქამრეკლი ბურთულაკები გამოიყენოს.
გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს ეტაპობრივად, 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები