მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქში სულ ტაქსის 125 103 ლიცენზიაა გაცემული - სტატისტიკა

63db648c288bd
თამთა ჯიჯავაძე
02.02.23 15:59
2049
თბილისში, ტაქსების რეფორმის ფარგლებში სულ გაცემულია ტაქსის 125 103 ლიცენზია; მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გაცემულია A კატეგორიის ტაქსის 81 415 ლიცენზია. ამასთან, სულ დარეგისტრირებულია 28 478 A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ფიზიკური პირი; 

რაც შეეხება განსხვავებებს, A კატეგორიის ტაქსის სტანდარტული მონაცემებია:

• თეთრი ფერის
• ტექნიკური ინსპექტირების მქონე
• მარცხენასაჭიანი
• ხუთკარიანი
• ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანით მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“.

A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს აქვთ საშუალება გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის. კერძოდ:
• ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით სარგებლობა;
• რეკლამის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსება და შემოსავლის მიღება;
• გადაეცემათ უფასოდ ავტომანქანის შეღებვის ვაუჩერი;
• გადაეცემათ მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები.

B კატეგორიის ტაქსია:
• მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსით მომსახურება შესაძლებელი იყო 2021 წლის პირველ იანვრამდე.
• არ მოეთხოვება ავტომობილის თეთრი ფერის სტანდარტი.
• ტაქსი, რომელიც კლიენტებს ემსახურება მხოლოდ აპლიკაციის სერვისის მეშვეობით.

B კატეგორიის მქონე მძღოლებს არ აქვთ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება, კერძოდ:
• ვერ სარგებლობენ ტაქსის გასაჩერებელი საპარკინგე ადგილებით.
• არ აქვთ უფლება განათავსოს ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი".
• საკრებულოს დადგენილების თანახმად, არ დაუშვას მგზავრის ქუჩიდან აყვანა.
• უზრუნველყოს მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნით მივიდა გამოძახების ადგილზე.

შეგახსენებთ, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაცია თბილისის მერმა და მისმა მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ წარადგინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები