საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი ბიზნესკონტრაქტთან მთავრობის დაგეგმილ ცვლილებს აფასებს. მისი თქმით, მთავრობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს დედოლარიზაციის პოლიტიკის გატარებისას: როგორც ასლი განმარტავს, უცხოელი ბიზნესმენები ინვესტრებას უცხოურ ვალუტაში ახდენენ და ამიტომ მთავრობამ მათთვის ვალუტის შემოსვლა უნდა გადააზღვიოს.
"მიმდინარე წელს საარჩევნო წელი იყო, როგორც საქართველოში ასევე ამერიკაში, თუმცა ამერიკის დამოკიდებულება არ ვთვლი რომ საქართველოს, მისი დასავლური კურსის და დამოუკიდებლობის მიმართ შეიცვალოს. ფაქტი, რომ ხელისფლების სათავეში კვლავ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობაა საკმაოდ დადებითია, ის საკმაოდ რაციონალური პიროვნებაა. თუმცა მთავრობას აქვს არაერთი გამოწვევა და გვსურს ამ გამოწვევების დაძლევაში დავეხმაროთ მას.
როგორც იცით მთავრობას ეკობომიკის დედოლარიზაცია აქვს განზრახული. დედოლარიზაცია დადებითი მოვლენა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის შესაბამისად განხორციელდება. დედოლარიზაცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ მან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას არ შეუშალოს ხელი. უცხოელ ინვესტორებს ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოაქვთ. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ უცხოური ვალუტის შემოსვლის შემთხვევაში ამ ყველაფრის დაზღვევას, ეს ძალიან დააზარალებს გარემოს. ამიტომ მთავრობამ საკმაოდ ფრთხილად უნდა იმოქმედოს", - განაცხადა ფადი ასლიმ.

























