მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დეილი ჯგუფი" 1638 მაღაზიას ფლობს, "ნიკორა" - 724-ს...| რომელ ქსელებს აქვთ ყველაზე მეტი ობიექტი?

სუპერმარკეტი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) ბაზრის მონიტორინგის მორიგი შუალედური ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მდგომარეობით, "დეილი ჯგუფი", რომელიც მოიცავს "დეილის", "სპარს", "კალათას", "მაგნიტს", "გვირილას" და "იოლს"ფლობს 1638 მაღაზიას, "ნიკორა" 724, "ორი ნაბიჯი" 640, "კარფური" 121, "გუდვილი" 9, "აგროჰაბი" 9.

სააგენტოს თანახმად, 2025 წელს, ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია. 2023-2025 წლებში, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, მსხვილი კომპანიების ჯამური საბაზრო წილი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. კერძოდ, 2025 წელს 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო საბაზრო წილი 2024 წელთან შედარებით გაიზარდა 11.3%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 19.96%-ით.

როგორც შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, მსხვილი საცალო ქსელების სიმრავლე განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ყოველ ახალ დამატებით მაღაზიაში პროდუქციის განთავსებისთვის დისტრიბუტორს ეკისრება დამატებითი - ქსელის ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი.

"შესაბამისად, ბაზრის საცალო დონეზე მოქმედი კომპანიისთვის, ქსელის ახალი მაღაზიის გახსნის ფინანსური ბარიერი დაბალია და ეს ტვირთი მეტწილად გადადის პროდუქციის დისტრიბუტორზე, შედეგად კი მომხმარებელზე",- აღნიშნულია ანგარიშში.

საცალო ფასზე ყველაზე მეტად ქეშბექი მოქმედებს, რომელიც მზარდია - კონკურენციის სააგენტო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები