მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში 4,2%-ით ნაკლები ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში

5c52a2cb720fd
თელარა გელანტია
31.01.19 11:27
812
2018 წლის დეკემბერში 3 459 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,2%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვას, აღნიშნულმა 7 629,0 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10,2%-იან ზრდას ნიშნავს.

ცნობისთვის: დეკემბერში ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.

კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტის და საფინანსო საქმიანობის დარგებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები