2024 წლის იანვარში ფულად-საკრედიტო სისტემაში ჩადენილი დანაშაულის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, 89.65%-ით შემცირდა.
როგორც საქსტატის სისხლის სამართლის სტატისტიკის დეკემბრის ანგარიშშია აღნიშნული, გასულ თვეს ფულად-საკრედიტო სისტემაში დევნა 3 პირის წინააღმდეგ დაიწყო. 2023 წლის დეკემბერში ანალოგიური მუხლებით (სსკ მუხლები 208-213) დევნის დაწყების 29 შემთხვევა დაფიქსირდა.
2024 წლის დეკემბერში ორი პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლით დაიწყო, ერთი პირის წინააღმდეგ კი - ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება/გასაღება/გამოყენების მუხლით.


საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილ დანაშაულებზე დევნა 17 ადამიანზე დაიწყო, რაც წლიურ ჭრილში 48.48%-იანი შემცირებაა. ამავე მუხლებით (სსკ 214-219) 2023 წლის დეკემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა 33 ადამიანზე დაიწყო.
კერძოდ, გასულ თვეს, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის დევნა 11 პირზე დაიწყო, გადასახადებისთვის თავის არიდების მუხლით კი - 6 ადამიანზე.




























