მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია - თიბისი კაპიტალი

სურსათი

თიბისი კაპიტალის მომხმარებლის დანახარჯების დეკემბრის დინამიკის მიხედვით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია.

მათი მონაცემებით. ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია. 2025 წლის დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 24% და 18%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, რეზიდენტებმა „თიბისი ბანკის“ არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 87%, ხოლო არარეზიდენტებმა 13% დაიკავეს.

აღსანიშნია, რომ უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეული ხარჯების წილი 27%-ს, ხოლო რესტორნებში დანახარჯების წილი 13%-ს გაუტოლდა.

ამავე თვეში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 20%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 19 ლარი დაფიქსირდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 9% შეადგინა.


გრაფიკიდან ჩანს, რომ სურსათის შემთხვევაში ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი გასული წლის დეკემბერშიც 19 ლარი იყო.

განახლებული მიმოხილვის მიხედვით, დეკემბერში, ჯამური დანახარჯების 67% სამომხმარებლო საქონელზე მოდიოდა.

უფრო კონკრეტულად ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 67% და 33% შეადგინა.

„სამომხმარებლო საქონლის გაზრდილი წილი სავარაუდოდ აიხსნება სეზონური და სადღესასწაულო ფასდაკლებებით.

ამავე პერიოდში, „თიბისი ბანკის“ არხებით, სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 40% დაიკავა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები