მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება წლიურად 8%-ით გაძვირდა

დამმუშავებელი მრეწველობა

2024 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3% გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 8%-იანი მატება.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 1.7%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.11 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.3%), რამაც 0.22 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.2%) და სასმელებზე (1.7%). გარდა ამისა, ფასების -0.3%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.04 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 23.7%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში
    აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (28%);
  • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რამაც
    მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.05 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა
    შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.6%) და ძირითად ლითონებზე (15.7%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 11.4
    პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.22 პროცენტული პუნქტით იქონია
    გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:
    ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.23 პროცენტული პუნქტით იქონია
    გავლენა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები