თიბისი კაპიტალის, დეკემბრის უნაღდო დანახარჯების დინამიკის მიხედვით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების უდიდეს წილს არარეზიდენტები იკავებენ.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის დეკემბერში, სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 40%-ით გაიზარდა და ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 536 ლარი დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენბტებს შორის, შესაბამისად, 14% და 86% შეადგინა.
2025 წლის ბოლო თვეში, სასტუმროებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 14%-ით გაიზარდა და საშუალო დანახარჯი 201ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება არარეზიდენტების დანახარჯებს, ამ შემთხვევაში ზრდა 46% იყო და ერთ ტრანზაქციაზე ისინი საშუალოდ 724 ლარს ხარჯავდნენ.




























