დეკემბერში ვადაგადაცილებული სესხები 25.3 მილიონი ლარით შემცირდა და 411.8 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის დეკემბრის თვის მიმოხილვაში წერია.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 40.6 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

























