მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში ვაკანსიებისა და ხელფასის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა - როგორია შრომის ბაზრის ტენდენციები?

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, დეკემბერში jobs.ge-ზე ვაკანსიების გამოქვეყნება როგორც თვიურ, ასევე წლიურ ჭრილში შემცირებულია.

2024 წლის დეკემბერში jobs.ge-ზე 4 964 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 20.2%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

უფრო ზუსტად გასული წლის ოქტომბერში: 7,829 ვაკანსია გამოქვეყნდა, ნოემბერში 6,218 -მდე შემცირდა და დეკემბერში დამატებით კადრის აყვანის სურვილი 4,964 განაცხადში დაფიქსირდა.

ამასთან, 2024 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ წლიურად 1.8%-ით გაიზარდა, ხოლო ნოემბერთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა. რას აჩვენებს დასაქმების ბაზარი?

სტუმარი: გოჩა ქარდავა - PMCG-ის მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები