„უპატრონო ცხოველების გამოსაკვებად სპეციალური დანადგარები თბილისში წლის ბოლოდან გამოჩნდება“, - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს თბილისის მერიიდან მიაწოდეს.
მათი თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა პროექტის ავტორთან ერთად აქტიურ ფაზაშია და დეკემბრის ბოლოს აპარატები უკვე ქუჩებში გამოჩნდება.
„არსებობს დანადგარი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება , გამოიმუშავოს საკვები ე.წ უპატრონო ცხოველებისთვის, ეს არის დანადგარი, რომელშიც თუ ჩავყრით ნარჩენებს, მის ქვემოთ ჩამოიყრება სპეციალური ცხოველის საკვები და ასევე წყლის დალევის საშუალებაც ექნებათ მათ. იდეა არა მარტო ცხოველების გამოკვებას ემსახურება, არამედ ქალაქის დასუფთავებასაც შეუწყობს ხელს.მოქალაქეებს ექნებათ მოტივაცია არ დაანაგვიანონ თბილისის ქუჩები და ჩააგდონ ნარჩენები ასეთ დანადგარებში”, - აცხადებს პროექტის ავტორი გიორგი ხავთასი.
შეგახსენებთ: ამ დროისთვის პროექტის - “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში 11 პროექტი განიხილება.

























