ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2025 წელს მოგზაურობაში 5 000 ლარზე მეტი "ოცნების" მხოლოდ რომა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა და შოთა ბერეკაშვილმა დახარჯეს.
საქმე ის არის, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან ქონებრივი დეკლარაცია მმართველი გუნდის საპარლამენტო გუნდიდან 40-მდე პირმა შეავსო.
კანონის მიხედვით, პირმა დეკლარაციაში უნდა მიუთითოს წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მისი ან მისი ოჯახის წევრის გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 5 000 ლარს. ამ ნაწილში საჯარო მოხელეები უთითებენ საყოფაცხოვრებო ხარჯებს, სწავლის გადასახადს (მათთვის ან შვილებისთვის), ქონების გადასახადს, საჩუქრებს და ა.შ. მოგზაურობა კი მხოლოდ 2 დეპუტატს აქვს მითითებული:
- შოთა ბერეკაშვილმა 2025 წელს მოგზაურობაზე 174 605 ლარი დახარჯა. მისმა მეუღლემ, მაკა კვიციანმა კი 169 544 ლარი;
- ნინო წილოსანის დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მისი სამოგზაურო ხარჯი 53 853 ლარი იყო.




























