მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ. კონკრეტული სია ალბათ მალე გახდება ცნობილი - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

სამება

დეკანოზ თემურაზ თათარაშვილის თქმით, მსოფლიო პატრიარქი წაუკითხავს ილია მეორეს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას. როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ელოდებიან დელეგაციებს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა, ჯერ კონკრეტული სია არ არსებობს.

"თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, რომელიც მას, რა თქმა უნდა, წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენენ ამ მართლმადიდებლურ მსახურებას. ამავდროულად, ჩამოვლენ სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასთვის გახდება ცნობილი სულ მალე", - განაცხადა დეკანოზმა.

„მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ძალიან დაძაბული სიტუაცია არის, ცუდი პერიოდი არის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი ყურადღება, ჩვენი ორიენტირი სხვა რამეზე იყო გადატანილი, მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, რამაც ალბათ გამოიწვია შეზღუდვები ავიარეისებზე და ასე შემდეგ. ცოტათი რთულია დღეს გარკვეული ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლა და შეიძლება ამან გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვიოს, მაგრამ კონკრეტული სია რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება”, - დასძინა მან.

დეკანოზის თქმით, ახლა გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. "როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, თქვენ ალბათ დაინახეთ, რომ ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო და ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე - ასევე, ის თუ რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს გამავალი ხალხი. ყველაფერი არის უკვე ძალიან წესრიგში მოყვანილი”, - განაცხადა თეიმურაზ თათარაშვილმა.

ილია მეორეს კვირას 22 მარტს, სიონში დაკრძალავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები