ამერიკული კომპანია Dell მოლაპარაკებებს აწარმოებს Dell Software Group-ის კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფის გასაყიდად,- წერს The Wall Street Journal.
მყიდველებად კომპანია Francisco Partners და ჰეჯ-ფონდი Elliott Management Corp განიხილებიან.
გარიგების ღირებულება, შესაძლოა 2 მილიარდ დოლარს აღემატებოდეს,- საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს Reuters. „პროგრამული ბიზნესის მოცილებით, მაიკლ დელლის კომპანია კონცენტრირებას ტექნოლოგიური პორტფელის განვითარებას გაუწევს და EMC Corp-ის შეძენის შემდეგ, მისი ფინანსური მდგომარეობაც გაძლიერდება“, - წერს გამოცემა.
დელლი თავისი კომპანიის თითქმის მთელი პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების გაყიდვას გეგმავს, მათ შორის Quest Software პროგრამას, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესის სამართავად ინოვაციური ინსტრუმენტების მიმწოდებელია. კომპანიამ გადაწყვიტა თავისთვის მხოლოდ პროგრამული საშუალებების ინტეგრაციისთვის გამომუშავებული ტექნოლოგია დაიტოვოს.
2016 წლის მარტში ამერიკული კომპანია Dell თავისი IT მომსახურების განყოფილების გაყიდვაზე დათანხმდა, რომელსაც იაპონური კომპანია NTT Data 3 მილიარდ დოლარზე მეტად იყიდის.

























