მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Deloitte-ის ვერსიით, 2025 წლის ყველაზე მდიდარი საფეხბურთო კლუბი მადრიდის "რეალია"

რეალი უმდიდრესი კლუბია

მადრიდის “რეალიწლიური შემოსავლების რეიტინგს ზედიზედ მესამედ და 21 სეზონიდან მეთხუთმეტედ ჩაუდგა სათავეში - 2024-25 სეზონში კლუბმა $1.309 მილიარდი გამოიმუშავა და მეორე ადგილზე გასულბარსელონას“ 150 მილიონ გირვანქაზე მეტით გაუსწრო.

ლივერპულიგახდა მეორე ინგლისური კლუბი, რომელმაც პრემიერ ლიგის ტიტულისკენ სვლისას 700 მილიონ გირვანქაზე მეტი შემოსავალი დააფიქსირა, თუმცა ეს თანხა მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის ეყო. ეს პირველი შემთხვევაა Deloitte-ის 29-წლიან ისტორიაში, როდესაც ტოპ ოთხეულში არც ერთი ინგლისური კლუბი არ მოხვდა.

Deloitte-ის წლიურ სიაში მოხვედრილ კლუბებს ხშირად "ფეხბურთის ყველაზე მდიდრებსუწოდებენ, თუმცა ეს შეფასება სადავოა. მაღალი შემოსავალი ავტომატურად არ ნიშნავს მოგებას - დიდ ხარჯებს შეუძლიათ, ყველაზე შემოსავლიანი კლუბების რესურსებიც კი სწრაფად შთანთქონ.

ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს კვლავ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შემოსავალს აჩვენებს. ამ თანხაში შედიოდა ასევე 60 მილიონი გირვანქა ერთჯერადი გაყიდვებიდან განახლებული "კამპ ნოუს“ 30-წლიანი პერსონალური სავარძლების ლიცენზიებიდან, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი შემოსავალი მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ვერ განმეორდება.

ტოპ 20-მა კლუბმა გასულ სეზონში კომერციული საქმიანობიდან ჯამში 4.46 მილიარდი გირვანქა გამოიმუშავა - წინა წლის 4.2 მილიარდთან შედარებით. ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო უკვე მდიდარ კლუბებში: ამ სექტორში წლევანდელ და შარშანდელ ტოპ 20- შორის არსებული 261 მილიონი გირვანქას ზრდიდან 226 მილიონი სწორედ მიმდინარე ტოპ 10 კლუბებზე მოდის.

Deloitte-ის განსაზღვრებით "რეალმაგასულ სეზონში კომერციულად კოლოსალური 499 მილიონი გირვანქა გამოიმუშავა. "ბარსელონამ“ - 438 მილიონი, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, თუმცა ის ერთადერთი სხვა კლუბია, რომელმაც 400 მილიონს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები