მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Deloitte-მა თბილისის მერიის დაკვეთით ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა წარადგინა

5cff5fa2c6337
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.19 12:45
1179
აუდიტორულმა კომპანია Deloitte-მა თბილისის მერიის დაკვეთით მომზადებული კვლევა წარადგინა. კვლევა თბილისის დარგობრივ ეკონომიკურ მიმოხილვას და არსებული სექტორების საინვესტიციო პოტენციალის შეფასებას ეხება.

Deloitte-მა აქცენტი რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, ტურიზმზე, ჯანდაცვაზე, ფარმაცევტულ სექტორზე, ასევე კრეატიულ მიმართულებებზე გააკეთა.

იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც მოიცავს სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ფარმაცევტული წარმოების 95% თბილისშია თავმოყრილი, სექტორის წლიური ბრუნვა კი, 419 მილიონ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვაჭრობის სექტორს, კვლევის მიხედვით, თბილისის სავაჭრო ცენტრების ფართობის 32% - ტანსაცმელსა და აქსესუარებს, 21% - გრძელვადიანი მოხმარების საყოფაცხოვრებო საქონელს, 10% - ელექტროტექნიკას, 9% კი, გართობას ეთმობა.

კრეატიული სექტორის წლიური ბრუნვა კი, 93 მილიონ დოლარს შეადგენს. კრეატიული სექტორი საკუთარ თავში მოდას - ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოებას და სარეკლამო კომპანიებს მოიცავს. სარეკლამო მიმართულებით ბაზრის ზრდა - 29%, ხოლო მოდის მიმართულებით ბრუნვის ზრდა 64%-ს შეადგენს.

Deloitte-მა თბილისის შედეგები, რამდენიმე ევროპულ ქალაქს შეადარა და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები