ავიაკომპანია Delta Airlines-ი უსაფრთხოების პოლიტიკას ამკაცრებს და იმ მგზავრებს, ვისაც პირბადის ტარება არ შეუძლია, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ავიაკომპანია აცხადებს, მგზავრებს თვითმფრინავში ჩასხდომამდე სპეციალური სკრინინგის გავლა მოუწევთ.
„ჩვენ მოვუწოდებთ მგზავრებს, ვისაც პირბადის გამოყენება არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამგზავრება გადადონ. მაგრამ თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ გამგზავრებას სპეციალური სკრინინიგის გავლა მოუწევთ, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენად არიან ისინი უსაფრთხო დანარჩენი მგზავრებისათვის. კომპანიისთვის ადამიანების უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია“, – აღნიშნულია Delta Airlines-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ავიაკომპანია Delta Airlines-ი სკრინინგის საფუძველზე გადაწყვეტს რომელი მგზავრი დაიშვება თვითმფრინავში პირბადის გარეშე.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, Delta Airlines-ი სკრინინგს STAT-MD-სთან პარტნიორობით განახორციელებს.