მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დელტა" გონიოს ყოფილი პოლიგონის გასანაღმად ტექნიკას $1.2 მილიონად, ტენდერის გარეშე ყიდულობს

დელტა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ გამარტივებული შესყიდვის გზით 1 184 720 აშშ დოლარის ტექნიკას ყიდულობს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 2025 წლის 26 ივნისს გამოიცა თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის ფარგლებშიც გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე უნდა გაგრძელდეს ფეთქებადსაშიში საგნებისგან გაწმენდითი სამუშაოები. „დელტას“ დაევალა სამუშაოების მხარდაჭერა და შესაბამისი ტექნიკით მომზადება/გამართვის სამუშაოების უზრუნველყოფა.

უფრო დეტალურად, „დელტა“ ყიდულობს:

  • ერთ მუხლუხა ბულდოზერს - $348 100 (დღგ-ს ჩათვლით)
  • სამ მუხლუხა ექსკავატორს - $541 620 (დღგ-ს ჩათვლით)
  • სამ ბორბლებიან დამტვირთველს - $212 400 (დღგ-ს ჩათვლით)
  • ერთ გრუნტის სატკეპნს - $82 600 (დღგ-ს ჩათვლით)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები