მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დელტა" პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო

57fdd0ed3fb58
BM.GE
12.10.16 09:54
1631
„დელტა“ პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო.  სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამოწყებული პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს პროფესიული სტანდარტის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/განახლების პროცესი, რათა განათლების სექტორმა უკეთ შეძლოს კვალიფიკაციებისადმი შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნის ასახვა.

მათივე ინფორმაციით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტანდარტების და პროგრამების შემუშავების პროცესებში. კერძოდ, 2015 წელს მონაწილეობდნენ პროფესიული სტანდარტების "ლითონის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი" და "ლითონის თერმული და ქიმიურ-თერმული დამუშავების სპეციალისტის" შემუშავება-ვალიდაციაში.

2016 წლის 6 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა , რომელიც შეეხებოდა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული პროფესიული სტანდარტების და პროგრამების განხილვა/შედარებას (მშენებლობის, მრეწველობისა და იჟინერიის მიმართულებით) და სსიპ სახელწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტასთვის" საინტერესო პროფესიებთან/საქმიანობებთან (მჩარხავი, ხარატი, ზეინკალი, მღარავი, მხეხავი, შემდუღებელი, ).

2016 წლის 23 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართა შეხვედრა "მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის"' პროფესიული სტანდარტის და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების ინიცირებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინიცირებები განხილულ იყო ინჟინერიის დარგობრივ საბჭოზე 2016 წლის 29 მარტს, სადაც მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება ახალი პროფესიული სტანდარტის შემუშავებასთან დაკავშირებით.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ამჟამად (ოქტომბრის თვეში) სამხედრო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე მიმდინარეობს "მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის" და „მჩარხავის“ პროფესიული სტანდარტების პროექტების შემუშავება DACUM-მეთოდოლოგიით, ინიციატორების, დარგის და განათლების ფასილიტატორების, დამსაქმებელთა, დარგის სპეციალისტთა და დასაქმებულთა ჩართულობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები