მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Delta, United Airlines, Lufthansa... შვიდმა ავიაკომპანიამ ისრაელში ფრენები შეაჩერა

ისრაელი

ირანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, 12-მა საერთაშორისო ავიაკომპანიამ ისრაელში ფრენები შეაჩერეს - ამის შესახებ ინფორმაციას ებრაული მედია, The Times of Israel, ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, ისრაელში დაგეგმილი ფრენები გააუქმეს კომპანიებმა Delta, United Airlines, Lufthansa, Austrian Airlines, Brussels Airlines და Air India.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 1-ელ აგვისტოს მიუნხენიდან თელ-ავივამდე დაგეგმილი Lufthansa-ს ფრენა კვიპროსში დაჯდა და გერმანიაში დაბრუნდა - ეკიპაჟის წევრებმა ისრაელში ჩაფრენაზე უარი განაცხადეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბენ-გურიონის აეროპორტში ათი ათასობით მგზავრი შეიკრიბა, ვინც თელ-ავივიდან მომავალი ბოლო რეისებით მგზავრობას ცდილობენ, იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო მეტი კომპანია გააუქმებს დაგეგმილ ფრენებს.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე თეირანში, სავარაუდოდ, ებრაულმა მხარემ მოკლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები