“მილოუკი ბაქსის” გამთამაშებელმა დემიენ ლილარდმა საკუთარი სასპონსორო პორტფოლიო მნიშვნელოვნად გაამდიდრა. მან Adidas-სთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა, რითაც კევინ დურანტის, ლებრონ ჯეიმსისა (ორივე Nike) და სტეფ კარის (Under Armour) შემდეგ მეოთხე მოქმედი კალათბურთელი გახდა, ვისაც მსგავსი ტიპის შეთანხმება აქვს დადებული სპონსორთან.
ლილარდისა და Adidas-ის ურთიერთობა კალათბურთელის NBA-ში მოსვლამდე იწყება, ხოლო დრაფტზე არჩევის შემდგომ, დემიენმა 10-წლიანი 100 მილიონის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ახალი შეთანხმების მიხედვით ლილარდის ქონება 600 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, რაშიც მისი აგენტის აარონ გუდვინის წვლილი უდიდესია.
შეგახსენებთ, რომ ლილარდმა და “მილოუკი ბაქსმა” ახლახან NBA-ის თასის ფინალში “ოკლაჰომა სიტი თანდერი” დაამარცხეს და ტიტული მოიპოვეს, ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კი მისი თანაგუნდელი იანის ატეტოკოუნმპო დასახელდა.