განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, დემირელის კოლეჯს ავტორიზაციაზე უარი ეთქვა, შესაბამისად, კოლეჯი ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს. "საქმის კურსს" უწყებაში განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
ეროვნულ ცენტრში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ სკოლას დარღვევები ჰქონდა სამი მიმართულებით, რომელიც ავტორიზაციის გავლისთვის არის საჭირო.
"დარღვეული იყო სტანდარტები ინფრასტრუქტურის, რესურსების და პერსონალის მიმართულებით. ამასთან, უკანონო რაც იყო, ქართულენოვან პროგრამებზე ქართველი პედაგოგების ნაცვლად, დასაქმებული ჰყავდათ თურქულენოვანი პედაგოგები",- განაცხადეს ცენტრში.
მათი ინფორმაციით, სკოლას ამოეწურა ავტორიაციის ვადა და ცენტრში განაცხადი სწორედ ამ მიზეზით ახლიდან შეიტანეს.
დამატებით დეტალებზე ცენტრში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

























