მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დემნა გვასალია BoF-მა წლის ადამიანად დაასახელა

585bd89351939
BM.GE
22.12.16 17:42
1357
გავლენიანმა გამოცემამ businessoffashion-მა ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია წლის ადამიანად დაასახელა. Vetements-სა დაBalenciaga-ს დიზაინერს როგორც გამოცემა წერს, დღეს ყველაზე დიდი გავლენა აქვს მოდის ინდუსტრიაზე. გამოცემა განსაკუთრებით ხაზს უსვამს Vetements-ის პროდუქციას და აღნიშნავს, რომ მან წარმატებას საკმაოდ მოკლე დროში მიაღწია.

„დემნა გვასალიამ დაამტკიცა რომ შეუძლია მომხმარებელს ერთდროულად გამოწვევებით სავსე, ასევე სადა და ნაცნობი სტილი მიაწოდოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია 2016 წლის Fashion Awards-ის გამარჯვებულიცაა. აღნიშნული ჯილდო საკმაოდ პრესტიჟულია და მას მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებს სხვადასხვა კატეგორიებში გადასცემენ, მათ შორის გამარჯვებული გახდა Gucci-იც.

გვასალიამ ჯილდო საერთაშორისო დიზაინერების კატეგორიაში მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები