მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემნა გვასალია Gucci-ის კრეატიული დირექტორი გახდა

დემნა გვასალია

დიზაინერი დემნა გვასალია Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინსტაგრამზე" დიზაინერის ოფიციალური გვერდი "demnagram"-ი ავრცელებს.

„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, - ნათქვამია დემნა გვასალიას განცხადებაში.

ქართველი დიზაინერი ბალენსიაგაში მუშაობას 6 ივლისის ჩვენებით დაასრულებს და გუჩის კრეატიულ დირექტორად გააგრძელებს მუშაობას. მისი შემცვლელი ბალენსიაგას ჯერ არ დაუსახელებია.

გუჩი მოდის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, რომელიც 1921 წელს, იტალიაში, ფლორენციაში დაფუძნდა. 2023 წელს გუჩი მსოფლიოს მასშტაბით 538 მაღაზიას ფლობდა და გაყიდვებით თითქმის 10 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები