ჯანდაცვის მინისტრს ბევრ თემაზე ჰქონდა დღეს სასაუბრო, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლების გეგმებზე, რომლის აღდგენაც მესამედ დაანონსდა. წინასაარჩევნოდ სიახლე აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის მომავალთან დაკავშირებით მომრავლდა. გაირკვა რომ შენობის არამდგრადობასთან დაკავშირებით ამ დრომდე მთავრობის სახელმძღვანელო დასკვნა არარელევანტურია, პრემიერების ცვლილებით სახელმწიფოს დამოკიდებულებაც შეცვლილია და 2 თვეში კლინიკის აშენებაც, გაშენებაც და აკრედიტაციაც შესაძლებელია.